3 მარტი - დედის დღის მილოცვა დედებისთვის

დამატებულია: 7-03-2013, 15:38, ავტორი: Admin

{}
სკოლა "ლაზარეს" დაწყებითი სკოლის მოსწვლეებმა აღნიშნეს დედის დღესასწაული, 3 მარტი. მოსწავლეებმა, პედაგოგთა დახმარებით, მოამზადეს მისალოცი ბარათები, რომელიც გაფორმებული იყო ფერადი მუყაოებითა და სტიკერებით. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ჩაწერეს მისალოც ბარათებში სიტყვები: "დედა, შენ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ!"
სკოლაში მოეწყო გამოფენა და გამოფენის შემდეგ ბავშვაბმა დედებს მიულოცეს დღესასწაული. ამ ღონისძიებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელთა ნამუშევრები, რომელთაც ბოლომდე არ შეუსწავლიათ ქართული ანბანი, თუმცაღა, მათ დიდი მონდომებისა და შრომის ფასად შესძლეს საკუთარი ხელით შეესრულებინათ მისალოცი ბარათის ტექსტური ნაწილი.
ხოლო მეხუთე კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი სახელწოდებით "დედიკო ძალიან მიყვარხარ".